Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითიმ გამოაქვეყნა საგანგებო მიმართვა


დღეს საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. მან პარლამენტსა და მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების ინიციატივის შემდგომი განხილვისა და რაიმე სახის აქციებისგან. როგორც კოკოითი აცხადებს, მას ხალხის მხარდაჭერა დასჭირდება ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, რადგან პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თანამდებობის მიუხედავად განაგრძობს ხალხის სამსახურს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა მოჰყვა ცხინვალში გასულ საღამოს მომხდარ ინციდენტს, რომდესაც კოკოითის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების ინიციატორები, კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნით შეიჭრნენ ადგილობრივ პარლამენტში. მომხდარს იძიებს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა, რომელსაც ვითარების გასარკვევად ედუარდ კოკოითიმ სამდღიანი ვადა დაუწესა.
XS
SM
MD
LG