Accessibility links

კადაფი „არ არის მზად“ ძალაუფლებაზე უარის სათქმელად


ლიბიელმა ოფიციალურმა პირებმა რუს დიპლომატ მიხაილ მარგელოვს უთხრეს, რომ მუამარ კადაფი „არ არის მზად“ ძალაუფლებაზე უარის სათქმელად. მარგელოვმა, რომელიც აფრიკაში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის წარგზავნილია, ამის შესახებ განაცხადა დღეს ტრიპოლიში ლიბიის საგარეო საქმეთა მანისტრთან მოლაპარაკების შემდეგ. გასულ კვირაში რუსი დიპლომატი ქალაქ ბენღაზიში ეწვია ლიბიელი მეამბოხეების შტაბბინას. რუს დიპლომატს ნათქვამი აქვს, რომ მოსკოვი ამზადებს „საგზაო რუკის“ პროექტს, ლიბიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG