Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა გადადეს ხელმოწერა გაზმომარაგების შესახებ კონტრაქტზე


რუსეთმა და ჩინეთმა გადადეს ხელმოწერა კონტრაქტზე, რომელიც ითვალისწინებს ციმბირიდან გაზის ჩინეთისთვის მიწოდებას. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ. კონტრაქტზე ხელმოწერის გადადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა მოსკოვში ჩინელ კოლეგასთან, ჰუ ძინტაოსთან მოლაპარაკების შემდეგ. 2010 წელს რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ და ჩინეთის სახელმწიფო კომპანია შეთანხმდნენ გაზმომარაგების 2015 წელს დაწყებაზე მილსადენით, რომელიც ჯერ არ გაუყვანიათ. მედვედევისა და ჰუ ძინტაოს შეხვედრის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, პრეზიდენტებმა გაიზიარეს შეხედულება, რომ ირანს აქვს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების უფლება. ორი ლიდერი მოსკოვიდან ჩადის სანქტ პეტერბურგში, რუსეთის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG