Accessibility links

ალექსანდრე შალამბერიძემ "ხალხის პარტია" დატოვა


ალექსანდრე შალამბერიძემ "ხალხის პარტიის" პოლიტიკური მდივნის პოსტიც დატოვა და პარტიის რიგებიც. ამის მიზეზი გახდა "გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი. "მიმაჩნია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ინტერვიუზე უნდა ავიღო პირადად მე. ეს არის ჩემი შეცდომა", - განაცხადა შალამბერიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც აღნიშნა, რომ ამ აჟიოტაჟს შეიძლება ბზარი გაეჩინა "რვიანის" ერთობაში. გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში შალამბერიძე მოყვა, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ "ქრისტიან-დემოკრატები" "რვიანის" მხრიდან სამოქალაქო აქტიურობის დაწყებას". გუშინ "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ ამ ინტერვიუს პასუხად განაცხადა, რომ თუ "რვიანის" ფორმატში სხვა პარტიები მათ ეჭვის თვალით უყურებენ, ქდმ გაერთიანებაში ყოფნის საკითხს გადახედავს. ალექსანდრე შალამბერიძე "ხალხის პარტიის" რიგებს 2009 წლის დეკემბერში შეუერთდა, მანამდე კი ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.
XS
SM
MD
LG