Accessibility links

თბილისს მადრიდის ”ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა სტუმრობს


თბილისში ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის პრიმერადივიზიონის საფეხბურთო კლუბის - მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე ჩამოვიდნენ. კლუბის ხელმძღვანელობა საქართველოს თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობის ოფიციალური მოწვევით სტუმრობენ. დაგეგმილია შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებთან, რომელზეც მხარეები მადრიდის "ატლეტიკოსა" და თბილისის "დინამოს" შორის სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმება.
XS
SM
MD
LG