Accessibility links

logo-print

წვიმამ თბილისის წყალმომარაგებას პრობლემები შეუქმნა


წუხანდელმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ღრმაღელის სათავე ნაგებობის მუშაობას. წვიმის შედეგად დაზიანდა სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებითი გაჩერება გამოიწვია. ამის გამო შეფერხდა წყალმომარაგება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
XS
SM
MD
LG