Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის თქმით მოდერნიზების პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება


იმისდა მიუხედავად, თუ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი მომდევნო ვადით, რუსეთში ეკონომიკური მოდერნიზების პროცესი უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სანკტ პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მედვედევმა ისაუბრა ასევე სტაგნაციის საშიშროებაზე და აღნიშნა, რომ ძალაუფლების ცენტრალიზაცია კრემლში, საფრთხეს უქმნი ქვეყნის განვითარებას. მედვედევი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინი პრეტენდენტებად ითვლებიან ქვეყნის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც რუსეთში 2012 წლის მარტშია დაგეგმილი. ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დმიტრი მედვედევმა ასევე გააკრიტიკა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება ნავთობის მაღალ ფასზე, რამაც შესაძლოა ქვეყანას პრობლემები შეუქმნას ნავთობზე ფასის შემცირების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG