Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსი ავღანურ სტრატეგიას წარმატებულს უწოდებს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, ბოლო შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თავი აარიდა საუბარს იმაზე, იგებს თუ არა შეერთებული შტატები ავღანეთში მიმდინარე ომს. პენტაგონის შეფმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები წარმატებულად ახორციელებენ პრეზიდენტის სტატეგიას ავღანეთში. გეიტსი აიმან ალ ზავაჰირის ალ ყაიდის ლიდერად დანიშვნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოსამა ბინ ლადენის მემკვიდრეს წინ სიძნელეები ელოდება. ამერიკის ჯარების სარდალი, ადმირალი მაიკ მალენი კი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები გეგმავენ, ზუსტად ისე გაუსწორდნენ ალ ზავაჰირის, როგორც მის წინამორბედ ოსამა ბინ ლადენს, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა პაკისტანის ტერიტორიაზე 2 მაისს მოკლა.
XS
SM
MD
LG