Accessibility links

logo-print

საკადრო ცვლილება მთავრობაში


კახა ბაინდურაშვილი, ნიკა გილაური და დიმიტრი გვინდაძე

კახა ბაინდურაშვილი, ნიკა გილაური და დიმიტრი გვინდაძე

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებაა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კახა ბაინდურაშვილი მისმა მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ შეცვალა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს. გილაურის შეფასებით, 2009 წელს მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი საქართველომ ყველაზე სწრაფად და კარგად დაძლია, რაც ბაინდურაშვილის დამსახურებაა. პრემიერ-მინისტრმა კახა ბაინდურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მუშაობა "საქართველოს ფოსტაშიც" წარმატებული იქნება. "საქართველოს ფოსტა," რომლის სამეთვალყურეო საბჭოს დღემდე თამაზ ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი.
XS
SM
MD
LG