Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო ბიზნესს მოუწოდებენ ჩაერთონ საბერძნეთის დახმარების საქმეში


საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ კერძო ინვესტორებმა ნებაყოფლობით უნდა გაიზიარონ საბერძნეთის მომდევნო ფინანსური დახმარების ტვირთი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, 17 ივნისს განაცხადეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ევროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად საბერძნეთს გადაუდებელი ფინანსური დახმარება ესაჭიროება. რაც შეეხება კერძო ინვესტორების ნებაყოფლობით დახმარებას, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მონაწილეობა ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან უნდა იყოს კოორდინირებული.
XS
SM
MD
LG