Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს ბან კი მუნის კანდიდატურას


გაეროს უშიშროების საბჭო მხარს უჭერს ბან კი მუნის მეორე ვადით დარჩენას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე. ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ბან კი მუნის კანდიდატურას. რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო მუდმივი წევრი, რომელიც ასეთი განცხადებით გამოვიდა. მოსალოდნელია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ივნისის ბოლოს გაიმართება ოფიციალური კენჭისყრა ბან კი მუნის კანდიდატურის შესახებ.
XS
SM
MD
LG