Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში განახლდა საპროტესტო აქციები


სირიის რამდენიმე რეგიონში განახლდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. გავრცელებული ცნობებით, მოკლულია 16 სამოქალაქო პირი. აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქებში ალეპოში, ჰომსში, დეირ ალ-ზურსა და დედაქალაქ დამასკში. ოფიციალური მედიის ცნობით, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც მათ სროლა დაუწყეს „შეიარაღებულმა ჯგუფებმა“ . დღეს უფრო ადრე, ტანკები და დაჯავშნული ავტომანქანები შეიჭრნენ ჩრდილოეთ სირიის ორ ქალაქში. არმია ცდილობს, ბოლო მოუღოს საპროტესტო აქციებს ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG