Accessibility links

რუსეთმა გააფორმა კონტრაქტი "მისტრალის" ტიპის ორი გემის შეძენის შესახებ


რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს საფრანგეთისაგან ორი სამხედრო ხომალდის - ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ტიპის გემების შესყიდვის შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც სანქტ პეტერბურგში გაიმართა, პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაესწრო. რუსეთს მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება ორი „მისტრალი“. დეკემბერში გაფორმებული წინასწარი შეთანხმებით, "მისტრალის" ტიპის ორ ხომალდს საფრანგეთში დაამზადებენ, ორს კი რუსეთში, რუსი და ფრანგი ექსპერტების გაერთიანებული ძალისხმევით. მოსკოვის მიერ „მისტრალის“ ტიპის ხომალდების შეძენა შეშფოთებას იწვევს რუსეთის არაერთ მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
XS
SM
MD
LG