Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს სირიის დატოვებისკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის სირიაში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს, იქ მიმდინარე სამოქალაქო მღელვარების გამო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეებმა სირია უნდა დატოვონ, სანამ კომერციული ფრენები კვლავაც მუშაობს. სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გართულების პირობებში დამასკში მდებარე ბრიტანეთის საელჩო როგორც სჩანს ვერ შეძლებს მოქალაქეების დახმარებას. სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამოსვლები მარტში დაიწყო. მას შემდეგ იქ ძალადობის ესკალაცია ხდება.
XS
SM
MD
LG