Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის სადგურზე სამუშაოები შეჩერდა


იაპონიაში, ცუნამითა და მიწისძვრით დაზიანებული ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანია აცხადებს, რომ რადიოაქტიური წყლის გამწმენდი სამუშაო დაწყებიდან რამდენიმე საათში შეაჩერა. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის წარმოამდგენლის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ რადიაციის დონემ მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით მოიმატა. კვირის დასაწყისში სპეციალისტებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ფუკუსიმის სადგურზე რადიოაქტიური წყლის რაოდენობა იზრდება და საჭირო ზომებს მალე თუ არ მიიღებენ, ერთ კვირაში წყალი შესაძლოა ზღვაში ჩაიღვაროს. პარალელურად, სეისმოლოგების თქმით, 5.9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა აღირიცხა დღეს იაპონიის აღმოსავლეთში - ერთ-ერთ იმ რეგიონში, რომელიც 11 მარტის მიწისძვრამ და ცუნამიმ ყველაზე მეტად დააზიანა. ჯერჯერობით ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა. არც ზარალის შესახებ არის ცნობები.
XS
SM
MD
LG