Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ტანკები თურქეთთან მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ქვეყნის არმიის ტანკები შევიდნენ სოფელში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება და რომელსაც 10,000-მდე სირიელი აფარებს თავს. ეს ხალხი ანტი-სამთავრობო გამოსვლებზე მთავრობის მხრიდან განხირციელებულ რეპრესიებს გაურბის. საუბარია სოფელ ბდამაზე, რომელიც ჩრდილოდასავლეთში, იდლიბის პროვინციაში მდებარეობს. ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს სირიის დატოვებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან თავის ოპონენტებზე განხორციელებული რეპრესიები ვერ აღმოფხვრის სირიელებს შორის გაჩენილ ლტოლვას ცვლილებებისკენ.
XS
SM
MD
LG