Accessibility links

თეთრი სახლი: აშშ მხარს უჭერს ავღანეთში შერიგების პროცესს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ აშშ-ს კონტაქტი აქვს თალიბანის წარმომადგენლებთან, მსჯელობის საგანს კი ავღანეთის კონფლიქტის შესაძლო გადაჭრა წარმოადგენს. ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, კაითლინ ჰაიდენმა თალიბანთან კონტაქტი არ დაადასტურა - თუმცა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ავღანეთში შერიგების პროცესს. კარზაის განცხადებების პარალელურად სამი თვითმკვლელი მოიერიშე, რომლებსაც ჯარის უნიფორმები ეცვათ, თავს დაესხა ქაბულის ძველ უბანში მდებარე საპოლიციო გამშვებ პუნქტს და სულ მცირე 9 ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG