Accessibility links

logo-print

გეიტსი: აშშ თალიბანთან „ხელის გაწვდის“ ფუნქციის მქონე მოლაპარაკებას აწარმოებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა ქვეყნებთან ერთად, თალიბანთან წინასწარ, „ხელის გაწვდის“ ფუნქციის მქონე მოლაპარაკებას აწარმოებს ავღანეთში. „ამ ეტაპზე ეს კონტაქტები სრულიად საწყის ეტაპზეაო“ - უთხრა გეიტსმა ტელეკომპანია CNN-ს. მისი თქმით, ძალიან მნიშნველოვანია დადგინდეს, „სინამდვილეში ვინ წარმოადგენს თალიბანს“ - და ნაჩქარევად არ დაიწყოს მოლაპარაკებები მხარეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ თალიბთა ლიდერს, მულა ომარს წარმოადგენენ. დღეს უფრო ადრე ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ თქვა, აშშ-ს კონტაქტი აქვს თალიბანის წარმომადგენლებთან, მსჯელობის საგანს კი ავღანეთის კონფლიქტის შესაძლო გადაჭრა წარმოადგენსო.
XS
SM
MD
LG