Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: სოფელ ღარში დაკავებულები ცხინვალში იმყოფებიან


ცხინვალის იზოლატორში იმყოფება საქართველოს 10 მოქალაქე, რომლებიც გასული კვირის ბოლოს დააკავეს ოკუპირებულ რეგიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი დღეს იუწყება, რომ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ საქმე სასამართლოს გადაეცემა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მკვიდრი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სალოცავთან 18 ივნისს დააკავეს. მომხდარის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიან მოქალაქეთა დაკავებამ და რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა იგნორირებამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო. სამინისტრო კვლავ მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეების დასაშვებად რუსეთზე ზემოქმედება გააძლიეროს.
XS
SM
MD
LG