Accessibility links

logo-print
პროკურატურამ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსისა და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. ამ მოთხოვნით მან უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კანონით დადგენილ ვადებში სასამართლო იმსჯელებს პროკურატურის აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე...

ბადრი ბიწაძის საქმეზე გამოძიება 18 ივლისს უნდა დასრულდეს. როგორც მისმა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ, გვითხრა, 18 ივლისიდან სასამართლო მოსმენები დაიწყება, 20 ივნისს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

”საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, ბრალდებულ ბადრი ბიწაძეს, ადრე მის მიმართ გამოყენებული გირაოს პირობების დარღვევის გამო, აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა - შეუფარდოს. კანონით დადგენილ ვადებში სასამართლო იმსჯელებს პროკურატურის აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე”, - განაცხადა 20 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ.

პროკურატურის შუამდგომლობისგან განსხვავებით, 20 ივნისს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბადრი ბიწაძის ადვოკატის ლევან სამუშიას შუამდგომლობები მოსამართლისა და პროკურორის აცილების შესახებ.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს...

”შუამდგომლობები ეფუძნებოდა იმას, რომ თავდაპირველად, როდესაც საქმე იქნა განხილული და აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა, დაცვის უფლება იქნა ბატონი ბადრის მიმართ დარღვეული. სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით წაუყენეს მას ბრალი, როდესაც მე საქმეში უკვე ჩართული ვიყავი. და არის სხვა პროცესუალური დარღვევებიც. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ უჩავას და მისი რამდენიმე მეგობრის ჩვენებაა, რომელსაც არანაირად არ უმაგრებს ზურგს არც ერთი მტკიცებულება.”

პროკურატურამ ბადრი ბიწაძე ბრალდებულად ცნო ”სახალხო კრებასთან” შექმნილი ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის დაკავებული ხელმძღვანელის, გია უჩავას, ხუთი მოწმის ჩვენებებისა და ვიდეო- და აუდიომტკიცებულებების საფუძველზე. "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზება” - ეს არის ბრალდება ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ. დანაშაულს შეეფარდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილი და თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ბადრი ბიწაძის სახელი ფიგურირებდა 26 მაისს ყინწვისში დაკავებული შეიარაღებული დაჯგუფების საქმეშიც.
იმ ქვეყნებს შეუძლია დაავალოს მოძებნა, რომლებიც ურთიერთთა-ნამშრომლობენ საქართველოსთან...

პროკურატურამ თავდაპირველად ბადრი ბიწაძისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძება - გირაოს გადახდა - მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს გირაოს სახით 100 000 ლარის 7 დღის ვადაში გადახდა 1 ივნისს დააკისრა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბადრი ბიწაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, სასამართლოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გირაოს თანხა არ გადაიხადა. მას შემდეგ კი, რაც მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ბადრი ბიწაძე ძებნილად ცხადდება. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი მიხეილ ღოღაძე განმარტავს, საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს მიმართოს ინტერპოლს და ბადრი ბიწაძის საერთაშორისო ძებნა მოითხოვოს:

”იმ ქვეყნებს შეუძლია დაავალოს მოძებნა, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობენ საქართველოსთან. ვინაიდან რუსეთთან გაწყვეტილი გვაქვს კონტაქტები და დიპლომატიური ურთიერთობა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ, სავარაუდოდ, ვერ განახორციელებენ რუსეთში ძებნას. თუმცა როგორ შეთანხმდება ამ კონკრეტულ საკითხზე ეს ორი ქვეყანა, ამ ეტაპზე არ ვიცით.”

ბადრი ბიწაძემ ქვეყანა საპროტექტო აქციის დაშლის შემდეგ, 26 მაისის ღამითვე დატოვა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG