Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადი სირიელებს „ფართო პოლიტიკურ რეფორმებს“ ჰპირდება


სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის თქმით, „მძიმე დღეების“ შემდეგ ქვეყანაში „გადამწყვეტი მომენტი“ დადგა. ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში ბაშარ ასადი ფართო პოლიტიკური რეფორმებისა და ახალი კონსტიტუციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და მოუწოდა ოპონენტებს, „ჩაერთონ საერთო-ეროვნული დიალოგის პროცესში, რომელიც ბოლოს მოუღებს დაპირისპირებას.“ ასადის მიმართვა მოჰყვა არეულობას ქვეყნის შიგნით, რომელიც 4 თვის განმავლობაში გრძელდება. დაპირისპირების შედეგად, ოპოზიციის ინფორმაციით, 1 400 კაცამდე დაიღუპა, ხოლო ოპოზიციის ათასობით აქტივისტი სირიის პოლიციამ დააპატიმრა. სირიის ჩრდილო-დასავლეთში რეგულარულ სამხედრო ნაწილებსა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შეტაკებების შედეგად 10 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და თურქეთში გაქცევით ეშველა თავი. ქვეყნის შიგნით დროებით ადგილნაცვლ პირთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG