Accessibility links

ევროზონის ქვეყნებმა გადადეს საბერძნეთისათვის დახმარების გამოყოფა


ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილების მიღება კრიზისში მყოფი საბერძნეთისათვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის თაობაზე. ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საბერძნეთი ფინანსური დამხარების მეორე ნაწილს ივლისის შუა რიცხვებში მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყნის პარლამენტი შეიმუშავებს ქვეყნის აქტივების ხარჯვისა და გაყიდვის მარეგულირებელ მნიშვნელოვან კანონებს. კვირას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდეუმ მხარდაჭერისათვის მიმართა ბერძენ ხალხს, რათა „კატასტროფული“ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად გატარდეს მკაცრი ზომები. საქმე ეხება გადასახადების გაზრდას, ხარჯების შემცირებასა და პრივატიზების გეგმების შემუშავებას.
XS
SM
MD
LG