Accessibility links

სარაკეტო იერიში პაკისტანში მსხვერპლით დასრულდა


აშშ-ის სავარაუდო სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა პაკისტანის საზღვართან ახლომდებარე პაქტიას პროვინციაში. რაკეტა მცირე ინტერვალით დაეცა სატვირთო ავტომობილსა და საცხოვრებელ სახლს კურამის ერთ-ერთ უკონტროლო რაიონში. ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ხშირად ახორციელებენ იერიშებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მდებარე უკონტროლო რაიონებში, სადაც დაზვერვის ინფორმაციით, ალ ყაიდისა და თალიბანის გასამხედროებული დაჯგუფებები არიან კონცენტრირებულნი. უფრო ხრიშად იერიშების სამიზნეა ვაზირსიტანი და ნაკელბად-კურამი, სადაც ინცინდენტი მოხდა.
XS
SM
MD
LG