Accessibility links

logo-print

ნატომ აღიარა ტრიპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა


ნატოს სარდლობის ინფორმაციით, ერთ-ერთი იერიშის დროს ლიბიის ქალაქ ტრიპოლში ალიანსის ავიაციამ შეცდომით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცა. სამხედრო ალიანსის თანახმად, ტრაგიკული შეცდომა „იარაღის სიტემის მწყობრიდან გამოყვანამ“ განაპირობა. ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა 9 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი. ნატოს სარდლობამ „მწუხარება გამოხატა უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს იერიშების განხორციელების პროცესში.“ იმავდროულად, ლიბიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მუამარ კადაფის ერთგული არმიის მიერ არტილერიის გამოყენების შედეგად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მათ რიგებში.
XS
SM
MD
LG