Accessibility links

logo-print

ვენაში ბირთვულ უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ვენაში გამართავს კონფერენციას, რომლის დროსაც იმსჯელებენ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე იაპონიაში ფუკუშიმის ბირთვული რეაქტორზე მომხარ კატასტროფასთან მიმართებით. კონფერენციაზე რომელიც ერთ კვირას გასტანს, 150 ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც მიიღებენ მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული 11 მარტის მსგავსი კატასტროფა. ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შიგნით დაწესდეს რეგულაციები საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. სხვები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი რეგულაციები კონკრეტული ქვეყნის მთავრობის პრეროგატივაა.
XS
SM
MD
LG