Accessibility links

logo-print

ბაშარ ასადი კრიზისში „საბოტაჟის მომწყობებს“ ადანაშაულებს


ანტისამთავრობო კრიზისი სირიაში, რომელიც ქვეყნაში სამ თვეზე მეტია გრძელდება, გამოწვეულია „საბოტაჟის მომწყობების“ მიერ, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა. სატელევიზიო მიმართვაში, ასადმა ოპონენტებს ეროვნული დიალოგისაკენ მოუწოდა, თუმცა განაცხადა, რომ უნდა გაიმიჯნონ „საბოტაჟის მომწყობები“ და ისინი, ვინც რეფორმების „კანონიერ მოთხოვნებით“ გამოდიან. ასადის მიმართვა მოჰყვა არეულობას ქვეყნის შიგნით, რომელიც 4 თვის განმავლობაში გრძელდება. დაპირისპირების შედეგად, ოპოზიციის ინფორმაციით, 1400-კაცამდე დაიღუპა, ხოლო ოპოზიციის ათასობით აქტივისტი კი სირიის პოლციამ დააპატიმრა. სირიის ჩრდილოდასავლეთში რეგულარულ სამხედრო ნაწილებსა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შეტაკებების შედეგად 10 ათასამადე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და თურქეთში გაქცევით ეშველა თავი. ქვეყნის შიგნით დროებით ადგილნაცვლა პირთა რაოდენობა 10 ათას აღწევს.
XS
SM
MD
LG