Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი ოპტიმალურს უწოდებს 2008 წლის აგვისტოში მიღებულ გადაწყვეტილებას


რუსეთის პრეზიდენტი მის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებულ გადაწყვეტილებას ოპტიმალურს უწოდებს და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში წარმოქმნილი უსიამოვნო და დრამატული ეპიზოდი შესაძლოა, ცუდად დასრულებულიყო როგოც რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის, ასევე თავად საქართველოსა და მსოფლიო თანამეგობრობისთვის. პრეზიდენტი მედვედევი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, რუსეთმა შეძლო ეროვნული ინტერესების დაცვა და მეორე, მხრივ, არ დაუშვა კონფლიქტის ფორსირება. დმიტრი მედვედევმა შეიარაღებულ კონფლიქტებს უწოდა ყველაზე სერიოზული გამოცდა ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურისთვის და აღნიშნა, რომ ვისაც ეს არ გამოუცდია, ბედნიერია და ასეთი ადამიანების შურს. ”სწორი იქნებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, მაგრამ კონფლიქტი ჩვენ არ დაგვიწყია”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG