Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აპირებს ერიკ ფურნიეს მოსაზრების შეფასებას


აგვისტოს ომის შესახებ საფრანგეთის ელჩის მიერ გამოთქმული მოსაზრების შეფასებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავად ერიკ ფურნიესგან განმარტების მიღებამდე არ აპირებს. ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში საფრანგეთის ელჩმა საქართველო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ომზე პასუხისმგებელს ქვეყანაში ეძებენ არა მის შიგნით, არამედ სხვაგან. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ერიკ ფურნიეს მოსაზრების შეფასებამდე საჭიროა თავად ელჩთან გასაუბრება. ამასთან, კალანდაძემ დასძინა, რომ გასაკვირი იქნება, თუ ფურნიემ მსგავსი რამ მართლაც თქვა, რადგან საუბარია წარმომადგენელზე იმ ქვეყნისა, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის დროს უშუალო მედიატორი იყო.
XS
SM
MD
LG