Accessibility links

პროკურატურა: გამოძიება მიმდინარეობს აქციის დაშლისას ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას, ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. 26 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები და საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ბრალდებაა ერთ-ერთი თემა, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობენ ევროკავშირისა და საქართველოს დელეგაციები. მათი მონაწილეობით დღეს ბელგიის დედაქალაქში განახლდა დიალოგი, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება. შეხვედრამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირი კვლავ დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებებისადმი და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგი საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დასვან პრობლემური საკითხები. ბრიუსელში დიალოგის განახლებამდე გაიმართა ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა.
XS
SM
MD
LG