Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი არ აპირებს პუტინისათვის კონკურენციის გაწევას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ის არ შეეცილება ვლადიმირ პუტინს, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დღეს, ლონდინში “ფაინენშალ თაიმსის” მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მედვედევმა უარყო ინფორმაცია, რომ მას და რუსეთის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს შორის, მზარდი უთანხმოებაა. იგი პუტინს, კოლეგად და ძველ მეგობრად მოიხსენიებს. მედვედევმა განაცხადა, რომ ორივე “ერთსა და იმავე პოლიტიკურ ძალას” წარმოადგენს. მედვედევმა უარყო მოსაზრება, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, “რაც მისთვის რთულად წარმოსადგენია”.
XS
SM
MD
LG