Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ. რიგითი გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო, სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გოგუაძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადაასვენეს. ორი წლის განმავლობაში, რაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იმყოფება, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 9 ჯარისკაცი დაკარგეს. 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღეს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, დამატებით 2012 წლისათვის კიდევ ერთი ქართული ბატალიონი გაგზავნოს ავღანეთში კოალიციის დასახმარებლად. ამჟამად ავღანეთში საქართველოს 950-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG