Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის განცხადებით, 15 სამოქალაქო პირი შეეწირა ნატოს საჰაერო იერიშს


ლიბიელი ოფიციალური პირების განცხადებით, 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა საჰაერო იერიშის შედეგად, რომელიც ნატომ განახორციელა დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთით მდებარე ქალაქ სორმანში. ალიანსი აღიარებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა სორმანი დაბობეს, თუმცა აცხადებს, რომ იერიში მიმართული იყო სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ. ლიბიაში მყოფ ჟურნალისტებს აჩვენეს დანგრეული სახლი, რომელიც ეკუთვნის ლიბიის მმართველი რეჟიმის ერთ-ერთ წევრს, ხუვილდი ჰემიდის. ჟურნალისტები წაიყვანეს აგრეთვე საავადმყოფოში, სადაც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ კორესპონდენტმა ნახა ცხრა ადამიანის გვამები. ლიბიის ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სამოქალაქო პირები დაიხოცნენ სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნატომ აღიარა, რომ „იარაღის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას“ შესაძლოა, გამოეწვია სამოქალაქო პირების დაღუპვა ტრიპოლიში. ამ ინციდენტმა, ლიბიის ოფიალური წარმომადგენლების განცხადებით, ცხრა ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG