Accessibility links

უკრაინამ და ჩინეთმა გააფორმეს 3,5 მლრდ დოლარის კონტრაქტები


უკრაინამ და ჩინეთმა 3,5 მლრდ დოლარის კონტრაქტები გააფორმეს ცერემონიაზე, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო დაესწრო. კიევში თავისი პირველი ვიზიტისას, ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობას „სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურზე“ აიყვანს ენერგეტიკის, ტექნოლოგიის, ვაჭრობისა და სხვა დარგებში ხელმოწერილი შეთანხმებები. იუწყებიან აგრეთვე, რომ უკრაინმა ჩინეთისაგან მიიღო კრედიტი, რომელიც მოხმარდება კიევის ბორისპილის აეროპორტის რკინიგზით დაკავშირებას ქალაქის ცენტრთან. ჰუ ძინტაოს წინამორბედი, ძიან ძემინი, 10 წლის წინ ესტუმრა უკრაინას.
XS
SM
MD
LG