Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქრისტიან-დემოკრატები" დასუფთავების გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ


"ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ დასუფთავების გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, 25 ივნისისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე ხელისუფლება აპირებს, დასუფთავების გადასახადი "შეფარვით გაზარდოს" - დასუფთავების გადასახადი მიბმული იქნება ელექტროენერგიის გადასახადზე და გამოიანგარიშება მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით.
XS
SM
MD
LG