Accessibility links

logo-print

პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული. კანონპროექტის ავტორების თქმით, სიახლე კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ხორციელდება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი მიიჩნევს, ცვლილებების შეთავაზებული ვარიანტი შეიცავს როგორც ბუნდოვან დებულებებს, ისე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს.

21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები 70-მდე კანონში. ყველაზე ბოლოს დეპუტატებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტს უყარეს კენჭი.

პირველი მოსმენით მიღებამდე კანონში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. პავლე კუბლაშვილის თქმით, კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ცვლილებების მომზადებისას გათვალისწინებული იქნა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
ლევან იზორია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მართლაც გაუქმდა სასამართლოს შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა. ამასთან, კანონპროექტი პირდაპირ აკრძალვას ძალაში ტოვებს ყველა დონის სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციისა და საპატიმრო დაწესებულებების შენობების, ასევე რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და პორტების შესასვლელებთან მიმართებაში. პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ ამგვარი რედაქციით კანონის მე-9 მუხლის მიღება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას.

იურისტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია კანონპროექტის 11-ე პრიმა მუხლმაც, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციების მსვლელობისას, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს მთავრობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის თათული თოდუას თქმით, მანიფესტაციების ჩატარების რეგულაციის წესში მთავრობის ჩარევა ასევე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები ასევე არ ითვალისწინებს სპონტანური აქციების გამართვის შესაძლებლობას. აქციის ორგანიზატორები ვალდებული არიან ხუთი დღით ადრე შეატყობინონ ადგილობრივ თვითმმართველობას თუ აქცია იმართება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე.
საპროტესტო აქცია თბილისში, 22 მაისი

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია, უკანასკნელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ უმრავლესობას კანონში ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად შეაქვს.

ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა დაიმსახურა კანონპროექტის იმ ნაწილმა, რომელიც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს მთელი რიგი საგნების ტარებას უკრძალავს. დეპუტატების თქმით, კანონის შესაბამის მუხლს აკლია სიცხადეც, რადგანაც, ჩანაწერის მიხედვით, იკრძალება ყველა იმ ნივთის ტარება, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა ოპონენტების კრიტიკას უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ასე უპასუხა.
XS
SM
MD
LG