Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტში გაიმართება მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრა


საბერძნეთის პარლამენტში გაიმართება პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს ახალი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა. პაპანდრეუმ გასულ კვირაში, პარასკევს განახორციელა ცვლილება კაბინეტში, საბერძნეთში პოლიტიკური დაპირისპირებისა და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. პროტესტს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების შემცირების და სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების პრივატიზაციის გეგმა, რომელიც შემუშავდა საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. პაპანდრეუ თანამემამულეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ახალ გეგმას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფოლტის, პაპანდრეუს შეფასებით, „კატასტროფული შედეგები“. დეფოლტი გულისხმობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას. ორშაბათს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ათენს მისცეს ორი კვირა, ხარჯების შესაკვეცი მორიგი ზომების მისაღებად, რომელთა გარეშეც ათენს უარს ეუბნებიან დამატებით 12 მილიარდი ევროს დახმარების მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG