Accessibility links

logo-print

აფხაზეთში ქონება დაიბრუნა რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ


რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ აფხაზეთში უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაიბრუნა - ამის შესახებ დღეს მოსკოვში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ დოლგოვმა. მისივე თქმით, რუსულ-აფხაზურმა კომისიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეთა საკუთრების უფლების აღდგენის საკითხებზე მუშაობს, უკვე განიხილა 187 შუამდგომლობა და ზუსტად განსაზღვრა კატეგორია იმ პირებისა, რომელთა უფლება დასაცავია. დოლგოვის მტკიცებით, რუსეთი მის მოქალაქეებს ეროვნული ნიშნით არ ჰყოფს და მათ უფლებებს დაიცავს, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა.
XS
SM
MD
LG