Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერალური პარტიების მსოფლიო კონგრესზე დამტკიცდა რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული რეზოლუცია


ლიბერალური პარტიების მსოფლიო კონგრესმა თბილისში, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის შესახებ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიერ ინიცირებული საგანგებო რეზოლუცია 19 ივნისს დაამტკიცა, მანილის კონგრესზე. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ლიბერალური ინტერნაციონალი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო და საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას, მოქალაქეთა ღირსებას და თავი შეიკავოს დაკავებული პირების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობისგან. უსუფაშვილის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მინიმუმამდე დაიყვანოს ძალის გამოყენება, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალადობის, სადავო ვითარებაში მოქალაქეთა გარდაცვალების, დაკავებულთა წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტებზე. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ამ რეზოლუციას მოჰყვება სერიოზული ნაბიჯები და 26 მაისის მოვლენების გამოძიების ჩატარება იქნება უპირობო მოთხოვნა ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე.
XS
SM
MD
LG