Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკანონობად აფასებს ონის რაიონის 10 მკვიდრის დაკავებას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საოკუპაციო ხელისუფლების კიდევ ერთ უკანონო მოქმედებად აფასებს ონის რაიონის 10 მკვიდრის დაკავებას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა გატაცებულები საკუთარ სახლებში დროულად დაბრუნდნენ. რუსი მესაზღვრეების მიერ გასული კვირის ბოლოს დაკავებული 10 მშვიდობიანი მოქალაქე ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
XS
SM
MD
LG