Accessibility links

ხუთამდე გაიზარდა რიკოთზე დაღუპულთა რაოდენობა


ხუთამდე გაიზარდა რიკოთის უღელტეხილზე ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. უღელტეხილზე მდებარე, სტიქიით სრულად განადგურებული რესტორნის თანამშრომლის ლამზირა კორკოტაძის ცხედარი დღეს მდინარე მტკვარმა გამორიყა დაბა გომთან. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული კიდევ ერთი ადამიანი. გადაუღებელი წვიმით გამოწვეული ღვარცოფისა და მეწყრის შედეგად დაზიანებულ რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, გზის გაწმენდის და აღდგენის სამუშაოები კვლავ გრძელდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვლმა დღეს განაცხადა, რომ საავტომობილო გზის აღდგენას 14 მილიონი ლარი დასჭირდება. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, სურამში დაზიანებულია 500, ხოლო ხაშურში 1000 სახლი და ყველა დაზარალებულ ოჯახში სამინისტროს ჯგუფები მუშაობენ. რაც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას, ნიკოლაიშვილის თქმით, ხვალისთვის ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
XS
SM
MD
LG