Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ ბელორუსიას მიაწოდეს კრედიტის პირველი ტრანში


რუსეთის განცხადებით, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ანტიკრიზისულმა ფონდმა ბელორუსიას გამოუყო მისი ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის განკუთვნილი კრედიტის პირველი ტრანში - 800 მლნ დოლარი. ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა. ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მოიცავს, ბელორუსიას კრედიტის სახით მიაწვდის სულ 3 მილიარდ დოლარს სამი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG