Accessibility links

ნატო უარყოფს, რომ ლიბიაში მისი საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა


ნატო აცხადებს, რომ კონტაქტი დაკარგა ერთ-ერთ უპილოტო საფრენ აპარატთან ლიბიაში, მაგრამ უარყოფს ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობას ალიანსის კუთვნილი საბრძოლო ვერტმფრენის ჩამოვარდნის თაობაზე. ნატოს პრესმდივნის განმარტებით, დაკარგულია კონტაქტი უპილოტო საფრენ აპარატთან, რომელიც დღეს დილას სადაზვერვო მასალას აგროვებდა. რაც შეეხება საბრძოლო ვერტმფრენებს, პრესმდივნის განცხადებით, ალიანსს არც ერთი არ დაუკარგავს ლიბიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციების მსვლელობაში. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ დღეს, ლიბიელ სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ზლიტანის მახლობლად ჩამოაგდეს ნატოს „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენი. ზლიტანი მდებარეობს 40-მდე კილომეტრში საპორტო ქალაქ მისრათასთან, რომელსაც მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე ძალები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG