Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტმა ამნისტია გამოაცხადა


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მორიგი ამნისტია გამოაცხადა მაშინ, როცა სირიის რამდენიმე ქალაქში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, პრეზიდენტმა ალ-ასადმა ხელი მოაწერა საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ეხება „2011 წლის 20 ივნისამდე ჩადენილ დანაშაულებს“. სანას ცნობით, დემონსტრანტები ცენტრალურ მოედნებზე შეიკრიბნენ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ დამსაკშიც. სირიიდან დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს დააპატიმრეს ალეპოს უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი. ქალაქი ალეპო მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად. აქტივისტების ცნობით, სტუდენტები დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ორშაბათის გამოსვლა, რომელშიც მან კვლავ დადო პირობა, რომ რეფორმებს განახორციელებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს, პარიზში ვიზიტის დროს გამოვიდა მოწოდებით, იმატოს სირიის ლიდერებზე ზეწოლამ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისათვის ბოლოს მოსაღებად. ამასთან, პუტინი სირიაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ გამოვიდა.
XS
SM
MD
LG