Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი საუდის არაბეთის ქალების მოთხოვნას ემხრობა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა დღეს საუდის არაბეთის ქალების კამპანიას, რომელიც მიმართულია ამ ქვეყანაში ქალების მიერ ავტომანქანის მართვის აკრძალვის წინააღმდეგ. კლინტონმა ქალების მოქმედებას უწოდა „თამამი“ და კამპანიის მიზანს, „სამართლიანი“. გუშინ საუდის არაბეთის ქალებმა მსოფლიოს მაღალი რანგის დიპლომატ ქალებს მიმართეს, საჯაროდ დაუჭირონ მხარი მათ პამპანიას. გასულ პარასკევს საუდის არაბეთში მანქანის საჭეს მიუჯდა 40 ქალი, მათი კამპანიის დაწყების ნიშნად. ყველა მათგანმა მართვის უფლება უცხოეთში მიიღო.
XS
SM
MD
LG