Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გუბერნატორზე თავდასხმას სტუდენტი ქალი ემსხვერპლა


ავღანეთის ოფიციალური ცნობით, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ თავდასხმას, რომლის სამიზნე ჩრდილოეთის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის მანქანა იყო, მოკლა გამვლელი და დააშავა მცველი. ფარვანის პროვინციის გუბერნატორი, აბდულ ბასირ სალანგი, თავდასხმისას მანქანაში არ იჯდა. დაიღუპა სტუდენტი ქალი. თალიბანმა იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა. საერთაშორისო ჯარმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ავღანეთის აღმოსავლეთში მან შეტაკებისას ორი ჯარისკაცი დაკარგა. ამ თვეში, ასოშეიტიდ პრესის თანახმად, 42 უცხოელი სამხედრო დაიხოცა ავღანეთში.
XS
SM
MD
LG