Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას


საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს ახლადდანიშნულ მინისტრთა კაბინეტს. ნდობის საკითხის კენჭისყრისას 155-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მთავრობას, 143-მა კი უნდობლობა გამოუცხადა. პაპანდრეუს სოციალისტური პარტიის წევრმა ყველა დეპუტატმა მხარდაჭერა გამოხატა. გასულ კვირაში პაპანდრეუმ ფინანსთა მინისტრი შეცვალა. მას პარლამენტის მხარდაჭერა არაპოპულარული ეკონომიური ზომების გასატარებლად სჭირდება. ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მორიგი 12 მილიარდ ევროიანი ტრანშის გამოყოფის სანაცვლად შესაბამისი რეფორმების განხორციელებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG