Accessibility links

ბარაკ ობამა დღეს გამოაცხადებს ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს სატელევიზიო გამოსვლისას გამოაცხადებს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმის დეტალებს. აშშ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე წელს ავღანეთს 10000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ზაფხულში 5000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანაა დაგეგმილი. აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 100 ათასი ჯარისკაცი ჰყავს.
XS
SM
MD
LG