Accessibility links

logo-print

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის განხილვა დაიწყო სააპელაციო სასამართლომ



თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის განხილვა. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას. 2011 წლის 1 აპრილს, საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეები დამნაშავედ სცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და რონი ფუქსს 7 წლით, ზეევ ფრენკელს კი, 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მათგანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG