Accessibility links

logo-print

მაშველებმა რესტორან "რიკოთის" თანამშრომლის ცხედარი იპოვეს


მაშველებმა რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად რესტორან "რიკოთის" კიდევ ერთი თანამშრომლის, ვარა ფოფხაძის, ცხედარი იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ რიკოთზე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს რამდენიმე რაიონში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგების ლიკვიდაციაზე დღეს მთავრობის კანცელარიაში იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა და დაზარალებული რეგიონების გუბერნატორებმა. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ქვემო ქართლი 2 მილიონ ლარს მიიღებს, მცხეთა-მთიანეთი - 700 ათასს, შიდა ქართლი კი - ნახევარ მილიონს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელი თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა. რაც შეეხება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, საავტომობილო მაგისტრალის აღდგენას 14 მილიონი ლარი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG