Accessibility links

logo-print

ონის რაიონის 10 მკვიდრი დღეს გადასცეს ქართულ პოლიციას


დღეს ოსურმა მხარემ ქართულ პოლიციას გადასცა ონის რაიონის 10 მკვიდრი, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა გასული კვირის ბოლოს დააკავეს. მანამდე ცხინვალში გაიმართა დაკავებულთა სასამართლო პროცესი. ისინი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევაში” და ამავე რესპუბლიკის ტერიტორიიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ონის რაიონის 10 მკვიდრი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებს სოფელ ერგნეთში გადასცეს.
XS
SM
MD
LG